top of page

განათლება და ინტეგრაცია საქართველოში

"1+4": გზა უნივერსიტეტამდე
      ლიზი ხიდაშელი

Official-college-diploma-1568x883.png

"1+4" ქართულ ენაში მომზადების ერთწლიანი პროგრამაა, რომელიც ეხმარება ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლებს ქართული ენის უკეთ ათვისებასა და უმაღლეს სასწავლებლებში წარმატებით ჩარიცხვაში.

პროგრამის გაუქმებისა და საჭიროების შესახებ სხვადასხვა მოსაზრება არსებობს. ერთი მხარე თვლის, რომ პროგრამა დღეს ნაკლებად მნიშვნელოვანია, რადგან ბევრმა სტუდენტმა უკვე ისწავლა ქართული ენა, თუმცა მათ ხშირად არ აქვთ სანდო მონაცემები ან წარმოდგენა იმ სირთულეებზე, რასაც ეთნიკური უმცირესობები ყოველდღიურად აწყდებიან. სხვა მხრივ, ის ადამიანები და ექსპერტები, რომლებიც უშუალოდ მუშაობენ პროგრამასთან და პირადი გამოცდილება აქვთ, ხაზს უსვამენ "1+4" პროგრამის მნიშვნელობას და იმ ბარიერების აღმოფხვრის აუცილებლობას, რომლებიც აბრკოლებენ სტუდენტების უმაღლეს სასწავლებლებში ინტეგრაციას.

ბოლო პერიოდში გაკეთებულმა საჯარო განცხადებებმა, მათ შორის გივი მიქანაძის მოსაზრებამ, გამოიწვია აზრთა სხვადასხვაობა იმის შესახებ, რამდენად მიზანშეწონილია  მომავალში „1+4“ პროგრამის გაუქმება.

 "ეთნიკურად არაქართული მოსახლეობის ახალგაზრდობაში 93%-მა კარგ დონეზე იცის ქართული.უახლოეს მომავალში ეთნიკური უმცირესობებისთვის ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა "1+4" საჭირო აღარც იქნება“.
გივი მიქანაძე
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი
pjimage-8.jpg
cms-image-000034392.jpg

გივი მიქანაძის ეს განცხადება შეიძლება ჩაითვალოს მანიპულაციურად, რადგან „1+4“ პროგრამა ისევ აუცილებელია იმისთვის, რომ ეთნიკურმა უმცირესობებმა შეძლონ უმაღლესი განათლების მიღება. მიუხედავად იმისა, რომ პროგრამას აქვს გარკვეული ხარვეზები, მისი გაუქმება ახლა ნიშნავს იმის იგნორირებას, რომ ენობრივი და აკადემიური პრობლემები ჯერ კიდევ არ არის მოგვარებული და ეს პირდაპირ ზღუდავს მათ შესაძლებლობას, წარმატებით ჩააბარონ და ისწავლონ უნივერსიტეტში.

რას აჩვენებენ რეალურად კვლევები?

NCER-ის 2024 წლის შეფასების მიხედვით, "1+4" პროგრამა მნიშვნელოვან როლს ასრულებს ეთნიკური უმცირესობებისთვის უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდაში, თუმცა მისი ხარისხი და ეფექტიანობა სრულყოფილი არ არის. პროგრამა სრულად არ ეფუძნება ენების საერთო ევროპულ ჩარჩოს (CEFR) . კვლევის მონაცემებით, პროგრამაში ჩართულნი არიან მხოლოდ 31% აზერბაიჯანულენოვანი და 23% სომხურენოვანი სკოლების კურსდამთავრებულები, ხოლო დასრულების მაჩვენებელი შეადგენს 85%-ს აზერბაიჯანულენოვან და 91%-ს სომხურენოვან სტუდენტებში, რაც ცხადყოფს, რომ სისტემური მხარდაჭერა კვლავ აუცილებელია.

სახელმძღვანელოების არაკვალიფიციურობა და "1+4" პროგრამის მნიშვნელობა ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაციისთვის

2023 წლის კვლევა ნათლად აჩვენებს, რომ არაქართულენოვან სკოლებში გამოყენებულ ბილინგვურ სახელმძღვანელოებს ბევრი ხარვეზი აქვთ: თარგმანების დაბალი ხარისხი, შინაარსობრივი სიზუსტის ნაკლებობა და ზოგ შემთხვევაში სტერეოტიპული ელემენტებიც კი. ასეთ პირობებში, როდესაც სკოლაში მიღებული განათლება სრულფასოვან ენობრივ და აკადემიურ ბაზას ვერ უზრუნველყოფს, "1+4" პროგრამა რჩება აუცილებელ მექანიზმად. გივი მიქანაძის მოსაზრება, რომ უახლოეს მომავალში ეს პროგრამა საჭირო აღარ იქნება, უგულებელყოფს იმ ფაქტს, რომ სისტემური პრობლემები, განსაკუთრებით სასწავლო მასალის ხარისხში, ჯერ კიდევ არ არის გადაჭრილი და უშუალოდ განსაზღვრავს ეთნიკური უმცირესობების შანსებს წარმატებით ჩააბარონ და ისწავლონ უნივერსიტეტში.

ინტერვიუ ჩაწერილია თსუ ტუტორიუმის პროგრამის (მოხალისეობრივი პროგრამა, რომლის ფარგლებშიც სტუდენტები მთელი აკადემიური წლის განმავლობაში ეხმარებიან "1+4" პროგრამის სტუდენტებს აკადემიურ, საუნივერსიტეტო თუ სამოქალაქო სივრცეში ინტეგრაციის პროცესში. პროგრამას აფინანსებდა USAID, მისი გაუქმების შემდეგ კი ტუტორიუმმა არსებობა შეწყვიტა) წარმომადგენელთან, ანა ღლონტთან. ანა ღლონტი პასუხობს კითხვებს "1+4" პროგრამის მნიშვნელობაზე და ეთნიკური უმცირესობის სტუდენტების მთავარ სირთულეებზე ქართულ უნივერსიტეტებში ჩარიცხვის პროცესში. ვიდეოში ასევე განხილულია, თუ როგორ ეხმარება "1+4" პროგრამა სტუდენტებს ამ სირთულეების გადალახვაში.

"1+4" პროგრამა ეთნიკური უმცირესობების ახალგაზრდებისთვის მნიშვნელოვანია, რადგან ხელს უწყობს მათ უმაღლეს სასწავლებლებში წარმატებით ჩარიცხვას. მიუხედავად ზოგიერთი ხარვეზისა, პროგრამის გაუქმება აზიანებს განათლების ხელმისაწვდომობას და ზრდის სირთულეებს მათთვის, ვისაც ჯერ არ აქვს საკმარისი ცოდნა ქართულ ენაში და სისტემური მხარდაჭერა სჭირდება.

bottom of page